Thumbnail

კონორ მაკგრეგორი კორსიკაზე დააპატიმრეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი კორსიკაზე დააპატიმრეს. ინციდენტი ფრანგული კუნძულის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც 32 წლის ირლანდიელი უღირსი საქციელით გამოირჩა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მაკგრეგორს პოლიცია სექსუალური ძალადობის მცდელობასა და სექსუალური ქცევის დემონსტრირებას ედავება. ამ უკანასკნელში სახალხოდ გაშიშვლება იგულისხმება. ირლანდიელი მებრძოლი დააკავეს, დაკითხეს და შემდეგ შინ გაუშვეს, ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. კორსიკაზე მაკგრეგორი თავის მეგობარ გოგონა დი დავლენთან ერთად მოგზაურობს. 

მაკგრეგორი და მისი მეგობარი გოგონა კორსიკაზე 110-მილიან ვოიაჟში მონაწილეობენ, დღეს ისინი მონაკოს პრინცესა შარლინს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მაკგრეგორმა ეს შეხვედრა ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო გამოტოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები