Thumbnail
  • იტალიელი ფრანგულ გუნდს იჯრით შეუერთდა
  • 29 წლის მცველი ბოლოს ვალენსიაში თამაშობდა

ოფიციალურად: ალესანდრო ფლორენცი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. 29 წლის იტალიელის დამატება ლიგა 1-ის ჩემპიონმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

ალესანდრო ფლორენცი პარიზულ გუნდში 1-წლიანი იჯარის წესით გადავიდა. სეზონის ბოლოს პსჟ-ს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება. იტალიელი პარი სენ-ჟერმენში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

პსჟ-ში ფლორენციმ თომა მონიე უნდა შეცვალოს, რომემლაც გუნდი დატოვა და დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა. მარჯვენა განაპირა მცველი რომას საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ვალენსიაში გაატარა.

ალესანდრო ფლორენცი რომას პორტუგალიელი მწვრთნელის პაულო ფონსეკას გეგმებში აღარ შედიოდა. სწორედ ამიტომ, მისი პსჟ-ში ტრანსფერი გასაკვირი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები