Thumbnail
  • მონპელიემ TOP 14-ში ლიდერობა განიმტკიცა.
  • მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას დასანანი მარცხი.

TOP 14-ის 23-ე ტურში ორი მატჩიღა იყო დარჩენილი, რომელიც კვირას გაიმართა. მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და დუდუ ქუბრიაშვილის მონპელიემ ლექსო ყაულაშვილის ლა როშელს უმასპინძლა და მეტოქე 40:24 დაამარცხა.

მიხეილ ნარიაშვილი მონპელიეს სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველმა მორაგბე მე-60 წუთზე შეცვალეს. ლექსო ყაულაშვილი სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში - ყაულაშვილის 53-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

მონპელიეს 76 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. ლა როშელი 61 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

► ზურა ჟვანიას ლელო კლერმონთან, TOP 14-ს ახალი ჩემპიონი ეყოლება

ვასილ კაკოვინის რასინგი მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას ტულონს შეხვდა. გორგოძე და ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ - კაკოვინი განცხადში არ შეუყვანიათ. ლევან ჩილაჩავა 47-ე წუთზე შეცვალეს, მამუკა გორგოძემ კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ტულონი რასინგთან 17:13 დამარცხდა. ტულონი 64 ქულით მეოთხე ადგილზეა, რასინგი 70 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

TOP 14-ის მორიგი ტური 14 აპრილს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები