Thumbnail
  • ნევერი 33:11 ვალანს რომანსი
  • გურამ პაპიძემ ლელო 35-ე წუთზე გაიტანა

გურამ პაპიძის ნევერმა PRO D2-ის მე-2 ტურში ვალანს რომანსს უმასპინძლა და მეტოქეს 22 ქულით, 33:11 მოუგო. პაპიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 35-ე წუთზე ლელო გაიტანა. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში თამაში მირიან ბურდულმა დაიწყო, რომელიც 54-ე წუთზე თანამემამულე გიორგი კაკაურიძემ შეცვალა.

პაპიძემ მიმდინარე სეზონში მე-4 ქართული ლელო გაიტანა. გურამამდე პირველ ტურში ზაზა ნავროზაშვილმა გამოიჩინა თავი, ხოლო გუშინ ორიაკმა გიორგი ჯავახიასა და ლუკა ნიორაძის ლელოებით მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები