Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ავტოდორთან
  • რუსულმა გუნდმა 'ნევის თასი' მოიგო

მოსკოვის ცსკა-მ "ნევის თასი" მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში ავტოდორი 93:67 დაამარცხა. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19:49 წუთში, 6 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მოსკოველთა რიგებში საუკეთესოები იანის სტრელნიეკსი (19 ქულა), ნიკოლა მილუტინოვი (14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი) და დარენ ჰილიარდი იყვნენ (15 ქულა, 3 მოხსნა).

შენგელიას პირველი ტიტული ცსკა-ში - 'ნევის თასი'

სანქტ-პეტერბურგში გამართულ წინასასეზონო ტურნირზე ცსკა-სა და ავტოდორის გარდა, ზენიტიც მონაწილეობდა, რომელსაც შენგელიას გუნდმა პირველ ტურში 80:78 აჯობა.

მოსკოვის ცსკა მომდევნო მატჩს 17 სექტემბერს, ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირზე ბელგრადის ცრვენა ზვეზდასთან ჩაატარებს, VTB ლიგაში პირველი თამაში 23 სექტემბერს, ასტანასთან ელოდება, ხოლო ევროლიგაში ახალ სეზონს 1 ოქტომბერს, ბარსელონასთან დაპირისპირებით გახსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები