Thumbnail

ფეტელის ტყუილი და გამარჯვება, რაიკონენმა მექანიკოსს ფეხზე გადაუარა

  • ბაჰრეინის გრან პრი ფერარის პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოიგო. 
  • ინციდენტი კიმი რაიკონენის მონაწილეობით.

ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან პრი ფერარის პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოიგო. მე-2 - მე-3 ადგილებზე მერსედესის პილოტები გავიდნენ, ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი.

ფეტელმა ბოტასს 0.6999 წამი მოუგო, ხოლო ჰემილტონს - 6.512 წამი. ბაჰრეინის გრან პრი 57 წრისგან შედგებოდა, ჯამში 308.2 კმ.

გერმანელმა პილოტმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიც მოიგო, ასე რომ, მას 50 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. ლუის ჰემილტონი 33 ქულით მეორეა, ხოლო ვალტერი ბოტასი 22 ქულით მესამე. შემდეგ მოდიან ფერნანდო ალონსო (16) და კიმი რაიკონენი (15).

დღის პილოტად ფრანგი პიერ გასლი დაასახელეს, ტორო როსოს პილოტმა, ყველასთვის მოულოდნელად, მე-4 ადგილი დაიკავა. 

მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი: "მე-9 ადგილიდან სტარტის შემდეგ, რბოლის მესამეზე დასრულება არც ისე ცუდია". 

რბოლისას ერთი ინციდენტი მოხდა, რაიკონენის ბოლიდმა ფეხზე გადაუარა ერთ-ერთ მექანიკოსს, რომელსაც მოტეხილობები აქვს. პიტ-სტოპზე ფინელი დროზე ადრე გავარდა. 

"მწვანე შუქი დავინახე და გავედი, უკან რა ხდება, მე ვერ ვხედავ. ძალიან სამწუხაროა, რაც მას მოუვიდა. ჩვენ რბოლა ვერ დავასრულეთ და ეს ცუდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთები ხდება ხოლმე. 

სებასტიან ფეტელი (ფერარი): "10 წრით ადრე ფინიშამდე რადიოში ვთქვი, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდი. მაგრამ ეს იყო ტყუილი. ვერაფერსაც ვერ ვაკონტროლებდი!

მეგონა, რომ ვალტერი შეძლებდა ჩემს დაწევას. ვცდილობდი, ტემპის შენარჩუნებას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. საბედნიეროდ, ვალტერისას დაუსრულდა საბურავების რესურსი".

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ჩინეთში (შანხაი) 15 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები