Thumbnail
  • ორიაკი 26:13 გრენობლი
  • მასპინძელთა მხრიდან ლელოები გიორგი ჯავახიამ და ლუკა ნიორაძემ დადეს

PRO D2-ის მე-2 ტურში ორიაკმა გრენობლს უმასპინძლა და მეტოქეს 13 ქულით, 26:13 მოუგო. ორიაკის რიგებში ოთხმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში 2 ქართველი მორაგბე გამოჩნდა.

მასპინძლებმა ქართველების ლელოებით მოიგეს. გიორგი ჯავახიამ ორიაკი მე-8 წუთზე დააწინაურა. მე-2 ქართული ლელო 22-ე წუთზე დაიდო, თავი ლუკა ნიორაძემ გამოიჩინა. ორიაკს 2 ტურში 4 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული ლელო PRO D2-ის გათამაშებაში ზაზა ნავროზაშვილმა დადო, რომელმაც შალვა სუთიაშვილისა და ლუკა გოგინავას ანგულემთან გამოიჩინა თავი.

ორიაკი 26:13 გრენობლი

ორიაკი: გიორგი ჯავახია (67 წუთი და ლელო), ლუკა ნიორაძე (62 წუთი და ლელო) და ბექა საღინაძე (80 წუთი - შეუცვლელად) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, გიორგი ქართველიშვილი (18 წუთი) კი მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.

გრენობლი: ნიკა ნეფარიძე (40 წუთი) და ილია კაიკაციშვილი (49 წუთი) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები