Thumbnail

10 სექტემბერს ექვსი ერის ორგანიზაციამ ქართული რაგბისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ახალ, 8-გუნდიან ტურნირში "ბორჯღალოსნები" მიიწვია - "შემოდგომის ერთა თასი 2020" ექვსი ერის ქვეყნების, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მონაწილეობით გაიმართება...

საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს პირველ ტურში ინგლისის ნაკრების ლონდონის "თვიქნემზე" დაუპირისპირდება. 

დაესწრება თუ არა მაყურებელი ამ თამაშს? მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ბრიტანეთის მთავრობამ ჯერჯერობით თავი შეიკავა, სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლების დაშვებისგან, ინგლისის რაგბის კავშირის შეფ ბილ სვინის მაინც ეიმედება, რომ ეს ასეც იქნება.

სხვათა შორის, სვინი ის ადამიანია, ვინც, პირველმა გააჟღერა 8 ერის ტურნირის იდეა, ეს იყო ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში და POPSPORT ამის შესახებ წერდა. 

ბილ სვინი (ინგლისის რაგბის კავშირის შეფი): "ფრთხილად, მაგრამ ოპტიმისტურად ვუდგებით ამ საკითხს. ექვსი ერის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ თამაშს მაყურებელი დაესწრება". 

ედი ჯონსი (ინგლისის ნაკრების თავკაცი): "ახალი ტურნირი მივიღეთ, რომელშიც 4 ჩინებული ტესტის იმედი გვაქვს. გვიხარია, რომ "თვიქნემს" ვუბრუნდებით. საოცარი ფანები გვყვავს და ისინი სტადიონზე გვჭირდება. ინგლისის ნაკრები ძლიერ რაგბის ითამაშებს, რომ ფანებმა ჩვენით იამაყონ".

შეგახსენებთ, რომ 8 ერში საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გაანაწილეს ინგლისთან, ირლანდიასთან და უელსთან ერთად. 

კომენტარები

ბოლო ამბები