Thumbnail

'ჩელსიში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ოთხეულისთვის ვიბრძოლო' - ამბობს ლამპარდი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლამპარდი ტრანსფერების შემდეგ იმედიანადაა
  • ჩელსიმ წელს 200 მილიონი დახარჯა - ინგლისში ყველაზე მეტი

ფრენკ ლამპარდი ამბობს, რომ ჩელსიში ოთხეულისთვის საბრძოლველად არ მოსულა. ინგლისელმა წელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი - 200 მილიონი ფუნტი დახარჯა და ახლა უკვე იმის საფუძვლიანი ამბიცია აქვს, რომ გაისად გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

"ჩელსიში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოლო. გასულ წელს მოთამაშეების დამატება არ შეგვეძლო, წელს ნაყოფიერი სატრანსფერო პერიოდი გვქონდა." - ამბობს ლამპარდი. "ახალწვეულებმა გუნდში ატმოსფერო შეცვალეს."

ჩელსიმ წელს კაი ჰავერცი (£72 მილიონი), ტიმო ვერნერი (£48 მილიონი), ჰაკიმ ზიეჩი (£36 მილიონი), ბენ ჩილველი (£45 მილიონი) და ტიაგო სილვა (უფასოდ) დაიმატა. ინტერი ნგოლო კანტეს დამატებას ცდილობს, თუმცა ლონდონელები ფრანგის გაშვებას არ აპირებენ.

"გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურით დავკმაყოფილდით. იმედია არ ფიქრობთ, რომ ეს ადვილი იყო. მაგრამ სირთულეების გადალახვა მიყვარს და ერთ-ერთი მთავარი ტიტულის მოგებაც სწორედ ურთულესი ამოცანა იქნება."

კომენტარები

ბოლო ამბები