Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს 8 ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელსაც უკვე ოფიციალურად ეწოდა "შემოდგომის ერთა თასი 2020". შესაბამისი ცნობა საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

POPSPORT საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან ერთი კვირის გამოტოვებით თამაში დიდი ბედნიერებაა.

ლევან მაისაშვილი: სარაგბო სამყაროს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ ამ ამბავს. ეს დიდი შანსია, მადლობა ყველას, ვინც თითო აგური დადო ქართული რაგბის მშენებლობაში. მუდმივი წინსვლისა და პროგრესის შედეგია, რომ აქ მონაწილეობის უფლება მივიღეთ.

ამაზე მეტი შანსი და ბედნიერება, რომ ასეთი გუნდებთან ითმაშებ თითო კვირის გამოტოვებით, არ არსებობს. ახლა ხმამაღალი განცხადებების დრო არ არის. მაქსიმალურად კარგად უნდა ვიასპარეზოთ. ჩაკეტილი და გაძლება-მოგერიებაზე მორგებული თამაში არ გვჭირდება. მაქსიმალურად დავაბალანსებთ  დაცვასა და შეტევას.

რუსეთთან და შოტლანდიასთან თამაშებიც დადასტურდა. ერთი კვირა თბილისში მოვემზადებით. პირველი მზადება არის სწორედ შოტლანდიასთან და რუსეთთან მატჩები. ამის მერე თამამად მოვემზადებით რვა ერისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები