Thumbnail

7-კაცამ ჰონგკონგის შესარჩევი ეტაპზე სამივე მატჩი წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 7-კაცა ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა ჰონგკონგის შესარჩევ ეტაპზე.
  • მესამე შეხვედრა და მარცხი ჩილესთან.

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ჰონკონგის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა. ქართველმა მორაგბეებმა მესამე მატჩი ჩილესთან ითამაშეს და 29:5 წააგეს.

7-კაცამ ჰონგკონგის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო - შანსი ისევ არის

ჩილემ საქართველოს ხუთი ლელო დაუდო და 2 გარდასახვა გაუტანა. ქართველთა მხრიდან ერთადერთი ლელო გიორგი მჭედლიშვილის ანგარიშზეა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული იაპონია გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში გერმანიას 19:14 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები