Thumbnail

დავით კაჭარავა და ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების ოცეულში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 'ქართულმა ოცნებამ' საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა
  • პროპორციული სიის ოცეულში ორი ყოფილი სპორტსმენია

პოლიტიკურმა გაერთიანება ‘ქართულმა ოცნებამ’ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაცია გამართა.

‘ქართული ოცნების’ პროპორციული სიის საუკეთესო ოცეულში ორი ყოფილი სპორტსმენია: მე-13 ნომრად ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) და მე-16 ნომრად დავით კაჭარავა (რაგბი).

საინტერესოა, რომ კაჭარავამ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება წინა დღეს გააკეთა. მის ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი არ ელოდა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მორაგბემ კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს ფეისბუქით ამცნო.

დავით კაჭარავამ ნაკრებში ჩატარებული 122 მატჩიდან (რეკორდული მაჩვენებელი) 104 სასტარტოში დაიწყო, მან 25 ლელო გაიტანა და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. 79 შემთხვევაში მან მოედანი გამარჯვებულმა დატოვა. ეროვნულ გუნდთან ერთად მეცამეტე ნომერმა ოთხ (2007, 2011, 2015, 2019) მსოფლიოს თასზე ითამაშა.

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას დიჟონში, ესტუდიანტესში, თბილისის დინამოში, ტარტუში, ვირტუსში, მონტეპასკიში, სარაგოსაში, უნიქსში, ანკარასა და არისში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები