Thumbnail

'ველით, რომ საქართველო ტურნირის გასაოცარი შენაძენი იქნება' - ექვსი ერის შეფი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

რამდენიმე წუთის წინ ექვსი ერის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ტურნირის დაბადების შესახებ - 8 ერი, რომელსაც ოფიციალურად "შემოდგომის ერთა თასი 2020". რაც უმთავრესია, ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრებია მიწვეული! ამ ტურნირისა და მასში საქართველოს მიწვევის შესახებ POPSPORT ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში წერდა.

"ახლადშექმნილი ტურნირი 16 ტოპკლასის საერთაშორისო მატჩს მოიცავს, რომლებიც 4 უქმეებზე გადანაწილდება. ყველაფერი კი 13 ნოემბერს "ავივაზე" დაიწყება, ირლანდია უელსს მასპინძლებს. 

ექვსი ერის ორგანიზაცია, მისი წევრი ქვეყნები დიდი კმაყოფილებით ვადასტურებთ დეტალებს შემოდგომის ერთა თასის - სრულიად ახალი, ინოვაციური ტურნირისა, რომელიც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გასტანს. შემოდგომის ერთა თასი 2020 უნიკალური, 8-გუნდიანი ტურნირი იქნება, რომელშიც ექვსი ერის ქვეყნები და საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას", - წერს ექვსი ერის ორგანიზაცია. 

A ჯგუფში ინგლისის, ირლანდიის, უელსისა და საქართველოს ნაკრებები თამაშობენ. B ჯგუფში - საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი. დეკემბერში ფინალური რაუნდი გაიმართება, სადაც პირველადგილოსნები ერთმანეთს შეხვდებიან, მეორეადგილოსნები ერთმანეთს და ასე შემდეგ. 

ბენ მორელი (ექვსი ერის CEO): "სიხარულით გვსურს გაუწყოთ შემოდგომის ერთა თასის შესახებ. ახალი ტურნირის ფორმატის შერჩევისთვის ძალიან დიდი დრო დაიხარჯა, მაგრამ ყველას სურვილი იყო ამ ტურნირის ჩატარება. 

COVID-19-ის პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რის გამოც ტრადიციული შემოდგომის ტესტები ვერ ჩატარდა. ჩვენ შევქმენით უნიკალური ტურნირი, რომელიც უმაღლესი კლასის რაგბის გარანტიაა ჩვენი ფანებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. 

ფანებს ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება ეს ბრწყინვალე ტურნირი, რომელშიც ბევრი დიდი მორაგბე ითამაშებს. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ დაგვემატნენ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები და ველით ორივე გუნდი გასაოცარი შენაძენი იქნება ახალი ტურნირისთვის".    

კომენტარები

ბოლო ამბები