Thumbnail
  • ბერძნულმა გრანდმა კონტრაქტი 22 წლის ნიკოლაოს დიპლაროსს გაუფორმა
  • ის ქართულ სუპერლიგაში საშუალოდ 18.0 ქულასა და 8.2 პასს აგროვებდა

ათენის პანათინაიკოსმა ახალი სეზონის წინ მორიგი ტრანსფერი განახორციელა, რომელიც ქართველი ქომაგისთვის საინტერესო 1 ფაქტის გამო უნდა იყოს. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის ახალწვეული 23 წლის ნიკოლაოს დიპლაროსი ბოლოს საქართველოს სუპერლიგის წევრ ბათუმში თამაშობდა.

ბერძენი უკანახაზელი ბათუმელთა რიგებში გასული წლის მიწურულს ჩაირიცხა და ოლიმპთან სადებიურო მატჩშივე შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 11 პასი. სუპერლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში ბერძენი ლეგიონერის საშუალო მაჩვენებელი 18.0 ქულა, 4.2 მოხსნა, 8.2 პასი და 1.7 ჩაჭრა იყო. ნიკოლაოსმა ბათუმის მაისურით ბოლოს 7 მარტს ვერასთან ითამაშა (14 ქულა, 9 პასი), შემდეგ კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონიც შეწყდა.

დიპლაროსისთვის, რომელსაც U20 და U18 დონეზე საბერძნეთის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონობა აქვს მოგებული, პირველი უცხოური კლუბი მონტენეგროული ლოვჩენი იყო, პანათინაიკოსში გადასვლა კი, უდავია, რომ მისი კარიერული პიკია. ბერძნული ვებ-გვერდების ცნობით, მან ათენურ კლუბთან 1+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები