Thumbnail

'იწყება ჩემი გზა ცსკა-სთან ერთად' - შენგელიას გასახდელში ქართული დროშა დახვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსულმა გრანდმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის საპრეზენტაციო ვიდეო შექმნა
  • თორნიკე შენგელია ფრენკ სინატრას ცნობილი კომპოზიციის ფონზე წარადგინეს

მოსკოვის ცსკა-მ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაახლოებით 2 თვის წინ შეიმატა, მისი საპრეზენტაციო ვიდეო კი ახლაღა წარმოადგინა და ის ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა.

რუსულმა გრანდმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფრენკ სინატრას ცნობილი კომპოზიციის (That's Life) ფონზე წარადგინა, ვიდეოს კი ასე დაარქვა: თორნიკე შენგელია, გზა. აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს ბაზაზე მისულ ქართველი კალათბურთელს გასახდელში მის ადგილთან საქართველოს დროშა დახვდა დატანილი და იქვე მისი შვილების სახელებიც ეწერა.

“მე თორნიკე შენგელია მქვია და იწყება ჩემი გზა ცსკა-სთან ერთად" – ამბობს ქართველი ლეგიონერი ვიდეოს ბოლოს.

შენგელიამ, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ესპანურ ბასკონიაში თამაშობდა და ბოლო სეზონში ლიგა ენდესას ჩემპიონი გახდა, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბშიც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები