Thumbnail

Cbssports-მა NBA-ს ბოლო 20 წლის 5 საუკეთესო დრაფტი დაასახელა, პირველი ადგილი კი 2003 წლის დრაფტს მიუჩინა, რომელზეც მათ შორის ზაზა ფაჩულიაც აირჩიეს. 

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია 42-ე ნომრად ორლანდო მეჯიქმა აიყვანა, თუმცა, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ქართველი ცენტრი მეტს იმსახურებდა. მან მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 16 სეზონი გაატარა და ჩემპიონობა 2-ჯერ იზეიმა. ალბათ, ამიტომაც იყო, Cbssports-მა რეიტინგის შედგენისას, 2003 წლის დრაფტის საუკეთესო კალათბურთელებს შორის ზაზაც რომ მოიხსენია. აი, რას წერს ამერიკული ვებ-გვერდი:

პირველი ადგილი – 2003 წლის დრაფტი

გასული 2 დეკადის საუკეთესო დრაფტმა მსოფლიო სპორტს არაერთი რჩეული მოთამაშე მისცა, თუმცა, ამ დრაფტს მხოლო ლებრონ ჯეიმსი არ გამოუჩენია. სწორედ ამ კლასს მიეკუთვნებიან კარმელო ენტონი, დუეინ უეიდი, კრის ბოში, კაილ კორვერი, დევიდ ვესტი, მო უილიამსი, კენდრიკ პერკინსი, ზაზა ფაჩულია და ლეანდრო ბარბოსაც. 2003-წლიანთაგან NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩში ერთბაშად 9 კალათბურთელმა ითამაშა და ეს, საუკეთესო მაჩვენებელია 1996 წლის ლეგენდარული დრაფტის (ალენ აივერსონი, მარკუს კემბი, სტეფან მარბერი, რეი ალენი, კობი ბრაიანტი, პეჟა სტოიაკოვიჩი, სტივ ნეში და სხვები) მერე. საერთო ჯამში, 2003 წლის დრაფტის ტოპ-ხუთეულის წევრები “ოლ სტარში” 50-ჯერ ვიხილეთ. ამ დრაფტმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ლიგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

როგორც აღვნიშნეთ, 36 წლის ფაჩულიასთვის NBA-ში პირველი კლუბი ორლანდო მეჯიქი (2003-04) იყო, შემდეგ კი, მილუოკი ბაქსში (2004-05, 2013-15), ატლანტა ჰოუქსში (2005-13), დალას მავერიქსში (2015-16), გოლდენ სტეიტ უორიორსსა (2016-18) და დეტროიტ პისტონსშიც (2018-19) ითამაშა. ზაზა გოლდენ სტეიტის რიგებში ლიგის 2-გზის ჩემპიონია, მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.3 წუთი, 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები