Thumbnail
  • ლექსო ყაულაშვილმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
  • ქართველი მორაგბე ბორდოში 2024 წლამდე რჩება

ქართველმა მორაგბემ ლექსო ყაულაშვილმა, რომელიც ლა როშელიდან ბორდოში 2018 წელს გადავიდა, კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. ყაულაშვილს ხელშეკრულება 2021 წელს უმთავრდებოდა და გუნდში 2024 წლამდე დარჩება.

''27 წლის ქართველმა მორაგბემ კლუბში ადაპტაცია მალე გაიარა. ლექსო, გილოცავთ ახალ კონტრაქტს'', - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ყაულაშვილმა ბორდოს მაისური 26-ჯერ მოირგო და 3 ლელოს გატანა მოახერხა. მასთან ერთად ფრანგულ კლუბში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძეც თამაშობს. ბორდოს პირველ ტურში სტად ფრანსესთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მეტოქე გუნდის მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც თამაში გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები