Thumbnail
  • იულიან დრაქსლერი პსჟ-ში იშვიათად თამაშობს
  • ფრანგულ გუნდს მისი უფასოდ გაშვება არ უნდა
  • გერმანელ ნახევარმცველზე ლიდსში ფიქრობენ

იულიან დრაქსლერი პარი სენ-ჟერმენში ძალიან ცოტას თამაშობს. დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სატრასფერო ფანჯრის პერიოდში ფრანგული გუნდი დატოვოს და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გერმანელი პარიზულ გუნდში 2017 წელს ვოლფსბურგიდან გადავიდა. საფრანგეთში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა 26 წლის ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

სათამაშო დროის უქონლობის გამო იულიანს პსჟ-ს დატოვება ურჩია გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმაც, რომელმაც გერმანულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ დრაქლსერი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელზეც იმედებს ამყარებს და მას კლუბის გამოცვლა ურჩია, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

დრაქსლერის დამატება სურს პრემიერლიგაში ახლახან აღზევებულ ლიდს იუნაიტედს. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას გუნდის გაძლიერება უნდა. მან კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 36 მილიონ ფუნტად უკვე დაიმატა როდრიგო ვალენსიადან.

იულიანს ლიგა 1-ის ჩემპიონ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შემდეგ კი იგი თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბს სრულიად უფასოდ დატოვებს. ეს არ აწყობს ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობას და ისინი შეეცდებიან, დრაქსლერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდონ.

დრაქსლერის დამატების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი ხელფასია. გერმანელი პსჟ-ში ხელფასის სახით კვირაში 120 000 ფუნტს იღებს. პარი სენ-ჟერმენის დატოვების შემდეგ უფრო ნაკლებ ხელფასზე მოუწევს დათანხმება.    

კომენტარები

ბოლო ამბები