Thumbnail

კორონავირუსი | 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები აიკრძალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მატება გახდა
  • საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაცია ძალაში 10 სექტემბრიდან შევა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები აიკრძალა, რისი მიზეზიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

“ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ღია ცის ქვეშ ღონისძიებები, იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვები აქამდეც არსებობდა. ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სპორტულ ღონისძიებებისთვის მოქმედი რეგულაციები შედარებით შემსუბუქებული იყო, თუმცა, ბოლო დღეებში COVID-19-ის შემთხვევებმა ისევ იმატა. უკანასკნელ სამ დღეში საქართველოში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები