Thumbnail

ფორმულა 1-ში ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი პოდიუმი იყო.

იმ დროს, როცა თითქმის ყველა რბოლას ლუის ჰემილტონი იგებს, იტალიის გრანპრიზე საუკეთესო სამეული არათუ ჰემილტონის, არამედ ყველა შესაძლო თანაფავორიტის გარეშე დაკომპლექტდა. რბოლის შემდეგ პოდიუმზე პიერ გასლი, კარლოს საინსი და ლენს სტროლი იდგნენ. მონცას რბოლამდე სამივეს ერთად მხოლოდ 83 ქულა ჰქონდა - ლიდერ ჰემილტონზე (157) თითქმის ორჯერ ნაკლები.

მიუხედავად ამისა, სადღაც მაინც აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამ სამეულის პოდიუმზე ასვლა იწინასწარმეტყველა. ეს ერთმა ფინელმა გააკეთა, რომელმაც გასლი-საინსი-სტროლის სამეულში მოხვედრაზე (ზუსტი თანმიმდევრობით) 20-ცენტიანი ფსონიც დადო.

ტოტალიზატორ Veikkaus-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელმა მოთამაშემ 166 990 კოეფიციენტი გამოიცნო. ეს იმას ნიშნავს, რომ 20-ცენტიანი ფსონით 33 398 ევრო მოიგო. წარმოიდგინეთ, რამდენს მოიგებდა ტამპერელი მოთამაშე მეტი რომ დაედო...

ფორმულა ერთის მომდევნო ეტაპიც იტალიაშია - ეს იქნება ტოსკანის გრანპრი, რომელიც მომავალ პარასკევ-შაბათ-კვირას გაიმართება.

იტალიის გრანპრის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები