Thumbnail

NBA | დრაფტი, თავისუფალი აგენტების ბაზარი და სეზონის გახსნა გადაიდება

  • NBA-მ და მოთამაშეთა პროფკავშირმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გადაავადეს
  • ლიგის 2020/21 წლების სეზონის დაწყების ახალი თარიღი მოგვიანებით დადგინდება

NBA-მ და მოთამაშეთა პროფკავშირმა გადაწყვიტეს, რომ დრაფტი, თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნა და 2020/21 წლების სეზონის სტარტი გარკვეული ხნით გადაავადონ. ამის შესახებ ინსაიდერი შემს ჩარანია ტვიტერზე წერს.

NBA-ს დრაფტი 2020 დაგეგმილი 16 ოქტომბერს იყო, თავისუფალი აგენტების ბაზარი - 18 ოქტომბერს, ხოლო ახალი სეზონის დაწყება ლიგაში 1-ელ დეკემბერს სურდათ. NBA-ს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების თარიღები მოგვიანებით დადგინდება, რადგან ლიგა და პროფკავშირი საკითხს ჯერ ისევ აქტიურად განიხილავენ.

ჩარანია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, დრაფტს ოქტომბრის ბოლოსთვის გადაიტანენ, ხოლო თავისუფალი აგენტების ბაზრისა და 2020/21 წლების სეზონის დაწყების ახალ თარიღებზე კონკრეტული ჯერ არაფერია. 

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს 2020 წლის დრაფტიდან კანდიდატურა უკვე მოხსნა

NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა მანამდე განაცხადა, რომ ლიგისთვის პრიორიტეტი ახალი სეზონის მატჩების გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებაა, თუმცა კორონავისურის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება ამის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა.

კომენტარები

ბოლო ამბები