Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 94:103 მაიამი ჰიტი
  • მილუოკი სუპერვარსკვლავის გარეშე დამარცხდა
  • მაიამის ლიდერი კი უკვე ტიტულზე ლაპარაკობს

მაიამი ჰიტმა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩში მილუოკი ბაქსი 103:94 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი სახლში მიდის. ტრავმირებული იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე ბაქსს ბევრი არაფერი გამოუვიდა და ეს მოსალოდნელიც იყო.

მეოთხე მატჩისგან განსხვავებით, მოქმედი MVP-ის არყოფნა არყოფნა კრის მიდლტონმა ვეღარ გადაფარა. მართალია, 29 წლის მიდლტონი თავისი გუნდის და მატჩის ტოპსქორერი იყო 23 ქულით, მაგრამ 25-დან მხოლოდ 8 ჩააგდო (2/9 სამქულიანი, 7 მოხსნა, 6 პასი და 6 დაკარგვაც). მის გარდა საქმე კარგად მხოლოდ დივინჩენცომ (17) და ბრუკ ლოპესმა (15 ქულამ, 14 მოხსნა) გააკეთეს.

მაიამიში ჯიმი ბატლერს დიდხანს ჰქონდა პრობლემები უესლი მეთიუზის კარგ დაცვასთან, მაგრამ მატჩის ბოლო ფაზაში საჯარიმოები აუღელვებლად ესროლა და თავისი ქულათა მონაგარი 17-მდე გაზარდა. ბატლერის აქტივშია ასევე 10 მოხსნა და 6 პასიც, მაგრამ 5 დაკარგვაც. იგი გორან დრაგიჩთან (17 ქულა) ერთად ჰიტის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. თუმცა მაიამიდან სათადარიგოებიც კარგად გამოიყურებოდნენ: ტაილერ ჰიროუმ 14 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. კელი ოლინიკი 12 ქულაზე ავიდა. სტარტერებიდან კი ჯეი კრაუდერმა (16) და ბემ ადებაიომაც (13) გადალახეს 10-ქულიანი ზღვარი.

მატჩის მიმოხილვა

“კონფერენციის ფინალში გასვლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არის ჩემი მიზანი. ეს არც ჩვენი მიზანია და არც ორგანიზაციის. ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და ამაზე ვართ ფოკუსირებულები. მომდევნო რვა მატჩი წინა რვაზე გაცილებით რთული იქნება. ეს ვიცით. მაგრამ მზად ვიქნებით!” - ასეთი თამამი განცხადება გააკეთა მატჩის შემდეგ მაიამის ლიდერმა ჯიმი ბატლერმა.

მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში (NBA-ს ნახევარფინალი) ბოსტონ სელტიკსსა და ტორონტო რეპტორსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ წყვილში ანგარიშია 3:2 ბოსტონის სასარგებლოდ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები