Thumbnail
  • ლიხტენშტაინი 0:2 საქართველო | 0:1 სპანდერაშვილი (19), 0:2 სამურკასოვი (34)
  • საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ლიხტენშტაინელ თანატოლებს სტუმრად 2:0 მოუგო. ქართველებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა მე-19 წუთზე, ხოლო მეორე გოლი 21-წლამდელთა კაპიტანმა დავით სამურკასოვმა გაიტანა.

ტაიმის ბოლო წუთზე მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევეს და ვასილ მაისურაძის გუნდმა მეორე ნახევარი 10 კაცით ითამაშა. 7 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 9 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო ტურში შვეიცარიას უმასპინძლებენ. ეს მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველო (4-1-3-2): მამარდაშვილი - ანდრონიკაშვილი, ასათიანი (ბურჯანაძე 46'), დარცმელია, ჯინჯოლავა - სამურკასოვი (გულიაშვილი 61') - კუცია, მექვაბიშვილი (ძებნიაური 86'), აზაროვი - სპანდერაშვილი (ბუღრიძე 46'), ქავთარაძე (სანიკიძე 45+2')

კომენტარები

ბოლო ამბები