Thumbnail

ბათუმის და თბილისის დინამოები ქუთაისში - მიზეზი კორონავირუსია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის ნეიტრალურ სტადიონზე, ქუთაისში გაიმართება. 

თავდაპირველად, 12 სექტემბერს გასამართი მატჩის ჩატარებას ბათუმის ახალ სტადიონზე აპირებდნენ, მაგრამ საქართველოსა და განსაკუთრებით, აჭარის რეგიონში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სტადიონის გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამავე მიზეზით გადაწყდა ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარების საკითხი.

ეროვნულ ლიგას 10 ტურის შემდეგ დინამო ბათუმი 20 ქულით ლიდერობს და დინამო თბილისს, საბურთალოსა და გორის დილას ერთი ქულით უსწრებს. დინამო ბათუმი - დინამო თბილისის მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება. დაესწრება თუ არა მაყურებელი მატჩს, ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები