Thumbnail
  • ტოტენჰემი გარეთ ბეილის ტრანსფერით ინტერესდება, მაგრამ ფული არ ყოფნის
  • იუანიტედის მთავარი სამიზნე სანჩოა, თუმცა ბეილის დამატებასაც შეეცდებიან 

გარეთ ბეილს მადრიდის რეალში მცირე სათამაშო დრო ეძლევა. უელსელმა ფეხბურთელმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან ურთიერთობა ისევ ვერ დაალაგა და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ იგი კლუბს გამოიცვლის.

თუ Marca-ს დავუჯერებთ, 31 წლის ფეხბურთელი ახალი სეზონიდან მადრიდულ კლუბში აღარ ითამაშებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. ბეილს ახალი გუნდის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ხშირი ტრავმიანობის და მცირე სათამაშო დროს ფონზე, კარგ ფორმაში არ უნდა იყოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემტევის დამატება პრემიერლიგის ორ გუნდს სურს. მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ტოტენჰემი ის გუნდებია, რომლებმაც უელსელის მიმართ ინტერესი გამოიჩინეს.

7-წლიანი ესპანური კარიერა ბეილმა სწორედ ტოტენჰემის დატოვები შემდეგ დაიწყო. უელსელის დაბრუნება მის ყოფილ გუნდს ძალიან უნდა, თუმცა პრობლემა თანხაა. რეალის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ გარეთის ტრანსფერით ფულის შოვნა ჯერ კიდევ შესაძლებელია და ფეხბურთელს 85 მილიონ ფუნტად აფასებს.

"დეზებისთვის" პრობლემაა ბეილის "სამეფო კლუბში" არსებული მაღალი ხელფასიც. გარეთი კლუბისგან კვირაში ხელფასის სახით 600 000 ფუნტს იღებს, ტოტენჰემში კი ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.

ტოტენჰემში უელსელის მიყვანა ლონდონელების მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურს, რომელიც გარეთ ბეილის დამატებას მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობის დროსაც ცდილობდა.

ტრანსფერის განხორციელებაში ფავორიტებები "წითელი ეშმაკები" არიან. მიუხედავად ინტერესისა, მანჩესტერ იუნაიტედში ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი არ მოსწონთ და მისი დამატება შედარებით იაფად სურთ.

ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ოლე გუნარ სულშერის მთავარი სამიზნე ჯეიდონ სანჩოა. სწორედ ამიტომ, რთულად წარმოსადგენია მანჩესტერულმა კლუბმა გარეთ ბეილში 85 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

კომენტარები

ბოლო ამბები