Thumbnail

ინგლისში მსაჯის ცემისთვის ფეხბურთელი 10-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინგლისში ფეხბურთელმა მთავარ მსაჯს სახეში სამჯერ დაარტყა
  • არბიტრი 10-წლიან დისკვალიფიკაციაზე მკაცრ სასჯელს ითხოვს

ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობა მსაჯებზე განსაკუთრებით ხშირი სამოყვარულო ფეხბურთშია. ამას ლონდონში ახლახან მომხდარი ამბავი ადასტურებს: მოყვარულთა ტესტ-მატჩში ერთ-ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს, რის გამოც მსაჯს შეუტია და სახეში რამდენჯერმე დაარტყა.

არბიტრს წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. იგი ფეხბურთელის სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვდა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) მოთამაშეს 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც იქაური საფეხბურთო კანონმდებლობით უმაღლესი სასჯელია. თუმცა მსაჯი სეტიემ ტოკი მეტს ითხოვს.

“მიხარია, რომ ყველაზე დიდი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ასეთი საქციელისთვის მეტიც შეიძლებოდა. შეეძლოთ, ფეხბურთის თამაში ცხოვრების ბოლომდე აეკრძალათ. ვფიქრობ, FA-ში წესების შეცვლაზე და სამუდამო დისკვალიფიკაციის შემოღებაზე უნდა დაფიქრდნენ,” - განუცხადა ტოკიმ Sportsmail-ს.

ტოკის სურდა, რომ ფეხბურთელისთვის სასამართლოში ეჩივლა, მაგრამ სთხოვეს, ეს არ გაეკეთებინა, რადგან ამ შემთხვევაში მოთამაშეს შეიძლება სამსახური დაეკარგა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები