Thumbnail

გიმარაეშმა კვარეშმა თეთრ ცხენზე ამხედრებული მეფის რანგში წარადგინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვეტერანმა შემტევმა პორტუგალიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • გიმარაეშმა ახალი ტრანსფერის შესახებ ორგინალური ვიდეოთი გვამცნო

პორტუგალიურმა გიმარაეშმა ვეტერან ნახევარმცველ რიკარდო კუარეშმას კონტრაქტი გაუფორმა და ეს ამბავი პომპეზურადა და ორიგინალურად აღნიშნა.

გიმარაეშმა 36 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მეფის რანგში და თეთრ ცხენზე ამხედრებული წარმოადგინა. ვიდეოში გამოჩნდა ისიც, რომ ის ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კუარეშმა ბოლოს თურქულ კაშიმპაშაში ირიცხებოდა, თუმცა, გიმარაეშს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა მისი შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

ხსენებული კაშიმპაშას გარდა, პორტუგალიელ შემტევს სპორტინგის, ბარსელონას, პორტუს, ინტერის, ჩელსის, ბეშიქთაშისა და ალ აჰლის მაისურით უთამაშია, პორტუგალიის ნაკრებში კი, 2003 წლიდან დღემდე, 80 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები