Thumbnail
  • საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევრო-2021-ის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი ელის
  • ვასილ მაისურაძის გუნდი ლიხტენშტეინში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 21 ფეხბურთელით ლიხტენშტეინში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ესხენში ევროპის 2021 წლის შესარჩევ ეტაპის ეგიდით ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან მატჩის (0:2) შემდეგ ცვლილებები განახორციელა და გუნდს ორი ახალი ფეხბურთელი დაუმატა.

ლიხტენშტეინთან თამაშისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს მეკარე დავით კერესელიძე და მცველი ცოტნე კაპანაძე შეუერთდნენ. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი საქართველოში მასპინძლებმა ადვილად, 4:0 მოიგეს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე-მეხუთე ადგილებს სლოვაკეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იყოფს. ლიხტენშტეინი - საქართველოს მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე (თელავი, თელავი), დავით კერესელიძე (გაგრა)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ილია ბერიაშვილი (თელავი, თელავი), ლუკა ქაფიანიძე (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი), ცოტნე კაპანაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი), რატი არდაზიშვილი (რუხი, ლვოვი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), იური ტაბატაძე ( საბურთალო, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე (დინამო, თბილისი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო, თბილისი)

 

კომენტარები

ბოლო ამბები