Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებში COVID-19-ის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა
  • კილიან მბაპე პსჟ-ს მე-7 ფეხბურთელია, რომელიც ინფიცირებულია

პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კილიან მბაპე კორონავირუსით დაინფიცირდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"კილიან მბაპე საფრანგეთი - ხორვატიის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. მას COVID-19-ის ტესტირებაზე დადებითი პასუხი აქვს. მბაპე სახლში დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იქნება“, - წერია განცხადებაში.

მბაპეს ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნება, საფრანგეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელების პასუხები კი უარყოფითი აღმოჩნდა. . "სამფეროვნებში" შეკრებამდე ვირუსი პოლ პოგბასა და ტანგი ნდომბელესაც დაუდასტურდათ, ხოლო შეკრებაზე - მეკარე სტივ მანდანდასაც. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპემ ორი დღის წინ შვედეთთან ითამაშა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენში კორონავირუსი კილიანის სხვა თანაგუნდელებს, ნეიმარს, მაურო იკარდის, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესს, კეილორ ნავასსა და მარკინიოსსაც დაუდასტურდათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები