Thumbnail
  • ჟვანიას სტად ფრანსემ დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
  • კლერმონი პლეი ოფში ვერ გავიდა.
  • აჟენს დარჩენამდე ერთი მოგება აშორებს.

TOP 14-ის 23-ე ტური კასტრისა და ტულუზის მატჩით გაიხსნა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 23:8 მოიგეს, კასტრმა მეორე ნახევარში 20 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ შეხვედრა 28:23 მოიგო. კასტრი TOP 14-ში მერვე ადგილზეა, ტულუზი მე-3 პოზიციას იკავებს.

TOP 14-ს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ზურა ჟვანიას და გიორგი მელიქიძის სტად ფრანსემ დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის კლერმონი 50:13 გაანადგურა და პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ დაუტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ TOP 14-ს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

შეხვედრაში სამმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა: ვიქტორ კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. დავით ზირაქაშვილი 54-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, რაბა სლიმანის ნაცვლად. სტად ფრანსეს სათადარიგო სკამზე იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც პირველი ტაიმის 31-ე წუთზე შემოვიდა ცვლილებაზე. ჟვანიამ შეხვედრის 73-ე წუთზე სტად ფრანსეს რიგით მეოთხე ლელოს დადება მოახერხა.

მელიქიძისა და ჟვანიას გუნდისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - სტად ფრანსემ გასავარდნ ზონას 6 ქულით გაუსწრო და ერთი ტური შეუძლია მშვიდად ჩაატაროს.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის ოიონა ვახტანგ ახობაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენს ესტუმრა. მასპინძლებმა ქართველების გარეშე მოიგეს - 36:21. ირაკლი მირცხულავამ 63 წუთი დაჰყო მინდორზე. ოიონა გასავარდნ ზონაში დარჩა, კლუბი TOP 14-ში ბოლო ადგილს იკავებს. აჟენი 38 ქულით მე-11 ადგილზეა.

რაც შეეხება იმ შეხვედრებს, სადაც ქართველებს არ უთამაშიათ: ბორდომ პოს 19:18 მოუგო. ბრივი ლიონთან 27:25 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები