Thumbnail

აი, რატომ სურდა მესის წასვლა - ბარსელონას ახალ ფორმას ლინეკერმა დასცინა

  • ბარსელონამ ახალი სეზონისთვის სარეზერვო კომპლექტი წარმოადგინა
  • ვარდისფერი ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა ლეო მესიმაც მიიღო
  • კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ტვიტერზე იხუმრა

ბარსელონამ თავის ოფიციალურ საიტზე 2020-21 წლების სეზონისთვის კლუბის სათამაშო ფორმის სარეზერვო კომპლექტი წარმოადგინა. ეკიპირება ვარდისფერია და გაფორმებულია ფირუზისფერი და შავი ჩანართებით. 

აღსანიშნავია, რომ ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა, სხვებთან ერთად, გუნდის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მიიღო, რომელმაც კლუბის დატოვება სულ ცოტა ხნის გადაიფიქრა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ბარსელონას წასვლის სურვილის შესახებ ფაქსით აცნობა. კატალონელებმა ლეოს უფასოდ გაშვებაზე, რომლის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო წერია, უარი თქვეს, თავად ფეხბურთელმა კი კლუბთან დავა არ ისურვა.

ბარსელონას ვარდისფერი ფორმის კომპლექტზე, კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ბრიტანული ტელეარხის წამყვანმა გარი ლინეკერმა იხუმრა.

"ახლა ვიცით, რატომ სურდა მესის წასვლა", - დაწერა თავის ტვიტერზე 59 წლის ინგლისელმა, რომელიც ბარსელონას ღირსებას 1986-89 წლებში იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები