Thumbnail

ის ავთანდილ ჭრიკიშვილს მახსენებს - ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაოს მედალი ანტალიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანტალიის გრან პრის მეორე დღე.
  • სამი მონაწილე და ერთი მედალი.

ანტალიის გრან პრი გრძელდება. მეორე საჭიდაო დღეს სამი ქართველი გამოვიდა ტატამზე. სამწუხაროდ, ომარ ნიაზაშვილმა და გიგა გიგაურმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ნიაზაშვილმა ორი ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ბრაზილიელ დავიდ ლიმასთან დამარცხდა, ხოლო გიგაური პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას.

ანტალიის გრან პრი პირველი დღე: ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი. 19 წლის ნინიაშვილის ტრიუმფი.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილმა ტრიუმფით დაასრულა ასპარეზობა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა პირველივე გრან პრიზე მოახერხა მედლის აღება. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლასლო ჩოკნიაის გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა იპონით მოიგო. ნახევარფინალში კი თურქეთის წარმომადგენელ ვანო რევაზიშვილთან დამარცხდა, რომელიც ამ წონითი კატეგორიის გამარჯვებულიც გახდა.

ორი ქართველი კვარცხლბეკზე: ვანო რევაზიშვილი და ტატო გრიგალაშვიილი.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომენტატორებმა გრიგალაშვილი ავთანდილ ჭრიკიშვილს შეადარეს.

IJF: ეს ბიჭი მახსენებს ავთანდილ ჭრიკიშვილს, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მას კარგი მომავალი აქვს.

ტატო გრიგალაშვილის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები