Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 117:109 ჰიუსტონ როკეტსი
  • სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1

პირველ მატჩში მარცხის შემდეგ ლოს ანჯელეს ლეიკერსი დაბრუნდა და ჰიუსტონ როკეტსთან 117:109 გამარჯვებით სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. აღსანიშნავია ჰიუსტონის 21-ქულიანი ქამბექი, რომელმაც საბოლოოდ შედეგი არ გამოიღო. ლეიკერსიდან ტოპ-სქორერები ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი იყვნენ.

დევისი განსაკუთრებით პირველ ტაიმში დომინირებდა და საბოლოოდ 34 ქულა და 10 მოხსნა დაუგროვდა. ჯეიმსმა კი კრიტიკულ სიტუაციაში გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობები დაცვაშიც და შეტევაშიც - 28 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით მას სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ლებრონს და დევისს სკამიდან კარგი მხარდაჭერა ჰქონდათ: მარკიფ მორისმა 16 ქულა ჩააგდო (4/5 სამქულიანი) და ეს მისი საუკეთესო თამაში იყო პლეი ოფში; კაელ კუზმამ 13 ქულა დააგროვა, ხოლო რაჟონ რონდომ კი - 10 ქულა, 9 მოხსნა და 5 ჩაჭრა. მას საუკეთესო პლუს-მინუს რეიტინგი ჰქონდა: +28.

ჰიუსტონიდან კი ჯამში ექვს კალათბურთელს ჰქონდა 10 და მეტი ქულა. საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ 27 ქულით. ერიკ გორდონმა განსაკუთრებით სამიანები ესროლა კარგად (24 ქულა, 6/12 სამქულიანი), ხოლო პი ჯეი ტაკერი კი ფარქვეშ გახლდათ გამორჩეული - 18 ქულა, 11 მოხსნა. რასელ ვესტბრუკის აქტივში მხოლოდ 10 ქულა და 13 მოხსნაა. ერთ მომენტში მას ლებრონმა ისე დაუფარა, რომ ეს ნამდვილად თამაშის განსაკუთრებული ეპიზოდია.

“როდესაც ლებრონი შეტევის რეჟიმშია, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ,” - განაცხადა ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ ფოგელმა.

“ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გამოვიდნენ და უბრალოდ ჩვენზე მაგრად იბრძოლეს. მეორე ტაიმში გავიღვიძეთ. თუ ასეთი ინტენსივობა თავიდანვე გვექნება, ყველაფერი კარგად იქნება,” - ეს ჯეიმს ჰარდენის მატჩისშემდგომი კომენტარია.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები