Thumbnail
  • ესპანეთი 4:0 უკრაინა
  • შვეიცარია 1:1 გერმანია

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მე-4 ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა, ხოლო გერმანია ბაზელში შვეიცარიას დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს გუნდმა ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი უკრაინა 4:0 გაანადგურა. გამარჯვებული პირველივე ტაიმში გაირკვა, როდესაც სერხიო რამოსმა 2 გოლი შეაგდო, ხოლო ერთი ბურთი 17 წლის ანსუ ფატიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რამოსმა ესპანეთის ნაკრებში მესამედ მოახერხა დუბლის შესრულება. პირველად ეს 2005 წელს გააკეთა სან მარინოსთან, მეორედ კი 2017 წელს - რუსეთთან. რამოსმა "ფურია როხაში" 23-ე გოლი გაიტანა, ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში მე-8 ადგილზეა.

რაც შეეხება ანსუ ფატის, მან ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა და ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა. ბარსელონას ვუნდერკინდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ერთა ლიგის ტურნირში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა. გასულ მატჩში საბოლოო ანგარიში მანჩესტერ სიტის ახალწვეულმა ფერან ტორესმა დააფიქსირა.

📺 ესპანეთი 4:0 უკრაინა

გერმანიის ნაკრებმა სტუმრად შვეიცარიის დამარცხება ვერ მოახერხა. იოახიმ ლიოვის გუნდი მატჩის დასაწყისში ილქაი გუნდოგანმა დააწინაურა, მაგრამ ალემანებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მე-2 ტაიმში ვიდმერმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა და გოლის გატანის შანსი არაერთხელ ჰქონდათ. ჯგუფში 4 ქულით ესპანეთი გალიდერდა, უკრაინას 3 ქულა აქვს, გერმანიას 2, შვეიცარიას კი - 1.

📺 შვეიცარია 1:1 გერმანია

C დივიზიონის მე-3 ჯგუფში საქართველოს ნაკრების პოტენციურმა მეტოქემ, კოსოვომ საბერძნეთს უმასპინძლა და მარცხი განიცადა (1:2). კოსოვოელებმა ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მე-3 ადგილზე არიან.

ესპანეთი 4:0 უკრაინა

გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (3, პენ), 2:0 სერხიო რამოსი (29), 3:0 ანსუ ფატი (32), 3:0 ფერან ტორესი (84)

შვეიცარია 1:1 გერმანია

გოლები: 0:1 გუნდოგანი (14), 1:1 ვიდმერი (58)

 

კომენტარები

ბოლო ამბები