Thumbnail
  • გიორგი ყრუაშვილი ყაზახეთი - ბელარუსის მატჩზე დაინიშნა
  • თბილისში ჩამოსვლამდე, ეს, ბელარუსების ბოლო თამაში იქნება

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩს ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მისი ასისტენტები კი ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს.

გიორგი ყრუაშვილი 2019 წელს ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ის საქართველოს ისტორიაში მეორე მსაჯია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

ყაზახეთისა და ბელარუსის მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება ბელარუსების ბოლო თამაში თბილისში, ერთა ლიგის ნახევარფინალის დაპირისპირებამდე, რომელიც 8 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები