Thumbnail
  • ტონი კროოსმა ‘ბილდ ამ ზონთაგთან’ გერმანიის ნაკრებზე ისაუბრა
  • რეალის ნახევარმცველი თომას მიულერის თემას შეეხო

გერმანიის ნაკრების ლიდერი ტონი კროოსი ფიქრობს, რომ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი თომას მიულერს გუნდში არ დააბრუნებს.

“თომასმა სუპერ-სეზონი ჩაატარა, მაგრამ ლიოვისთვის მთავარი არა მოთამაშეების დღევანდელი ფორმა, არამედ მომდევნო წლების პროექტია,” - განაცხადა მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ‘ბილდ ამ ზონთაგთან’ ინტერვიუში.

30 კროოსის თქმით, გერმანიის ნაკრების მწვრთნელს სურს, რომ დრო და ბევრი შანსი მისცეს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც სერჟ გნაბრი, ლეროი სანე და კაი ჰავერტცი არიან. “სწრედ ამიტომ, ჩემი აზრით, ლიოვი უკან ნაბიჯს არ გადადგამს.” - დასძენს კროოსი.

ტონი კროოსმა შვეიცარიასთან მატჩის წინ 'ბილდს' ინტერვიუ მისცა

კროოსი აღფრთოვანებულია ჰავერტცით, რომელიც ლევერკუზენიდან ჩელსიში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა: “კაის ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი შრომის გარეშე გახდება. ახლა მის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - მაქსიმალურად უნდა მოინდომოს.”

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან 1:1 ითამაშა. ლიოვის გუნდი მეორე მატჩს კვირას საღამოს, შვეიცარიასთან ჩაატარებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები