Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობა - ტალინში ნიკა კაჭარავას გოლით ესტონეთის ნაკრები დაამარცხა - 1:0. whoscored.com-მა მატჩში მონაწილე ფეხბურთელები შეაფასა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

საუკეთესო შეფასება, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. არადა, 19 წლის შემტევი ნახევარმცველი სულ მეორედ თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. მან საგოლე პასი მიითვალა, whoscored.com-მა კი 8.6 ქულა დაუწერა (10-ბალიანი სისტემით). 7 და მეტი შეფასება ნაკრების კიდევ 6-მა ფეხბურთელმა მიიღო.

whoscored.com-ის შეფასებები

ლორია 6.8

კაკაბაძე 6.8; კვერკველია 7.2; ხოჭოლავა 7.1; ჯიღაური 6.8

კანკავა 6.7; კვეკვესკირი 7.0

კვარაცხელია 8.6; ჩაკვეტაძე 7.6; ოქრიაშვილი 7.1

კაჭარავა 7.5

სათ: ლობჟანიძე 6.6; ქვილითაია 6.1; აბურჯანია 6.0

📺 ესტონეთი V საქართველო 

ესტონეთის ნაკრების შემადგენლობაში 7 და მეტი ქულა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო, ცენტრალურმა მცველმა იონას ტამმა, რომელმაც ოქრიაშვილის დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა - 7.3. 

ფეხბურთელების სტატისტიკა

📌 მეტოქის კარისკენ 3-3-ჯერ კვარაცხელიამ და ლობჟანიძემ დაარტყეს, ოქრიაშვილმა - 2-ჯერ.

📌 კაჭარავას (გოლი), ოქრიაშვილისა (მცველმა გამოიტანა) და ლობჟანიძის (მეკარე) თითო დარტყმა იყო ზუსტი.

📌 ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი ჩაკვეტაძემ გააკეთა - 4; შემდეგ მოდის ოქრიაშვილი - 3.

📌 პასის სიზუსტით (თუ ქვილითაიას არ ჩავთვლით, მან ცოტა ითამაშა) ოქრიაშვილმა ყველას აჯობა - 94.6.

📌 ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო ხოჭოლავამ - 5, შემდეგ მოდის კაჭარავა - 4.

📌 კაკაბაძე ბურთს 97-ჯერ შეეხო, კვარაცხელია - 82-ჯერ, ოქრიაშვილი 79-ჯერ.

📌 კვარაცხელიამ 10-ჯერ განახორციელა დრიბლინგი, ჩაკვეტაძემ - 5-ჯერ, ოქრიაშვილმა 3-ჯერ.

📌 3-3 ჯერ კვარაცხელიას, ოქრიაშვილისა და ჯიღაურის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.

📌 კვარაცხელიამ 6-ჯერ დაკარგა პოზიცია, ოქრიაშვილმა სამჯერ.

📌 ოქრიაშვილმა 4-ჯერ ცუდად გააკონტროლა ბურთი, კაჭარავამ - 3-ჯერ. 

📌 3-3 ფიზიკური ორთაბრძოლა კანკავამ და კვარაცხელიამ მოიგეს; კვერკველიამ 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 4-ჯერ გამოიტანა ის საჯარიმოდან. 

📌 კაჭარავა 4-ჯერ დაჯარიმდა.

📌 ყველაზე მეტი პასი ხოჭოლავამ გააკეთა - 71, შემდეგ კვეკვესკირმა - 70 და კაკაბაძემ - 69.

📌 6-6 ჩაწოდება ოქრიაშვილისა (2 წარმატებული) და კვარაცხელიას (1) ანგარიშზეა.

📌 ყველაზე მეტი შორეული პასი - კვეკვესკირი - 15 (ლორიას შემდეგ).

📌 მეტოქის დაცვის ხაზის გამჭრელი პასი ნაკრების ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ. 

📌 ფლანგებზე შეტევები თანაბრად გადანაწილდა: 41% მარჯვენა, 40% მარცხენა. ცენტრიდან შეტევების 19% განვითარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები