Thumbnail
  • შვედეთი 0:1 საფრანგეთი | 0:1 კილიან მბაპე 41'
  • პორტუგალია 4:1 ხორვატია | 1:0 კანსელო 41', 2:0 ჟოტა 58', 3:0 ფელიქსი 70', 3:1 პეტკოვიჩი 90+1', 4:1 სილვა 90+4'

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი ტურის მატჩში შვედეთს ესტუმრა და 1:0 მოუგო. კორონავირუსის გამო, სტუმრებს პოლ პოგბა და ტანგი ნდომბელე აკლდათ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გავიდა, როდესაც კილიან მბაპემ ბრწყინვალედ ითამაშა და სანაკრებო კარიერაში მე-14 გოლი გაიტანა. შვედების შეტევებს ფრანგები მარტივად იგერიებდნენ. მეორე ტაიმის ბოლო ფორსბერგის რთული დარტყმა ლორისმა მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა.

საფრანგეთს ბოლო წუთზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ანტონი მარსიალის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ანტუან გრიზმანმა გოლად ვერ აქცია და ბურთი კარს ააცილა.

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს მარტივად სძლია. ფერნანდო სანტუშის გუნდმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. პორტუგალია მე-3 ჯგუფის ლიდერია და მომდევნო ტურში შვედეთს ესტუმრება, ხოლო ხორვატია სათამაშოდ საფრანგეთში ჩავა.

C დივიზიონი

აზერბაიჯანი 1:2 ლუქსემბურგი

გოლები: 1:0 სეიდაიევი (43), 1:1 კრივოციუკის ავტოგოლი (48), 1:2 როდრიგეში (პენ-72)

კვიპროსი 0:2 მონტენეგრო

გოლები: 0:1, 0:2 იოვეტიჩი (60, 73)

D დივიზიონი

გიბრალტარი 1:0 სან მარინო

გოლი: 1:0 ტორილია (42)

კომენტარები

ბოლო ამბები