Thumbnail

COVID-19 პრობლემა არაა - შოტლანდიასთან ჩეხეთის სხვა ნაკრები ითამაშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • COVID-19 ინფექციის გამო, ჩეხეთის ნაკრები კარანტინში მოათავსეს
  • მიუხედავად ამისა, ჩეხეთი-შოტლანდიის შეხვედრა მაინც ჩატარდება
  • ჩეხები სათამაშოდ მოედანზე სულ სხვა გუნდით გავლენ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ჩეხეთმა შოტლანდიას უნდა უმასპინძლოს, მაინც გაიმართება. შეხვედრის ჩატარებას საფრთხე მას შემდეგ შიექმნა, რაც ჩეხეთის ნარკებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. 

როგორც ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაცია იუწყება, COVID-19-ზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი ნაკრების ორ წევრს გამოუვლინდა და მთელი შემადგენლობა კარანტინშია. 

უეფასთან კონსულტაციის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ჩეხეთის ნაკრების შეხვედრა შოტლანდიასთან მაინც გაიმართება, ოღონდ, ჩეხები სათამაშოდ ახალი შემადგენლობითა და მთავარი მწვრთნელის, იაროსლავ შილჰავის გარეშე გავლენ.

ჩეხეთისა და შოტლანდიის დაპირისპირება 7 სექტემბერს უნდა გაიმართოს. კორონავირუსით დაინფიცირების გამო, თავდაპირველად მატჩის გადადება იგეგმებოდა.

ერთა ლიგის სასტარტო ტურში ჩეხეთის ნაკრებმა სტუმრად სლოვაკეთს მოუგო (3:1), შოტლანდიამ კი შინ ფრედ ისრაელთან ითამაშა (1:1).

კომენტარები

ბოლო ამბები