Thumbnail

'ეს ჩემპიონობა შენც გეკუთვნის!' - ჰაინკესმა კარლო ანჩელოტის მადლობა გადაუხადა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს ბაიერნი აუგსბურგთან მოგებული მატჩით გერმანიის ჩემპიონი ოცდამერვედ გახდა. "მაისტერშალე" მიუნხენელებს 14-აპრილს მიონხენგლადბახთან საშიანო მატჩის შემდეგ გადაეცემათ.

მატჩის შემდეგ, ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა - იუპ ჰაინკესმა, თავის წინამორბედს - კარლო ანჩელოტის მადლობა გადაუხადა.

იუპ ჰაინკესი
"ყველაფერ კარგს ვუსურვებ კარლო ანჩელოტის იტალიაში! ეს ტიტული შენც გეკუთვნის, შესანიშნავი მწვრთნელი ხარ."

კარლო ანჩელოტი ბაიერნიდან სექტემბერში, პარ სენ-ჟერმენთან წაგების შემდეგ გაუშვეს და შემცვლელად მალევე იუპ ჰაინკესი დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები