Thumbnail
  • რეალის ფეხბურთელი არსენალს 2019 წელს შეუერთდა
  • 24 წლის ესპანელი ლონდონში კიდევ ერთი წლთ დარჩა

2019 წლის ზაფხულში, დანი სებალიოსი მადრიდის რეალიდან ერთწლიანი იჯარით ლონდონის არსენალში აღმოჩნდა. ესპანელმა ინგლისურ კლუბში გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა.

ნახევამრცველს "მეთოფეების" რიგებში წარმატებული სეზონი ჰქონდა და მხარეებმა გადაწყვიტეს, იჯარა კიდევ ერთი წლით გაეხანგრძილვებინათ. ამის შესახებ ლონდონურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

სებალიოსის დარჩენაზე ისაუბრა ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ:

"გასულ სეზონში დანი ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო და სეზონი შესანიშნავ ფორმაში დაასრულა", - განაცხადა არტეტამ

2019/20 წლების სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა არსენალთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.   

კომენტარები

ბოლო ამბები