Thumbnail
  • ფრანგი მწვრთნელი გუნდიდან 4 მოთამაშის გაშვებას გეგმავს
  • ზინედინ ზიდანს ამ მოთამაშეებში 100 მილიონის აღება სურს

მადრიდის რეალი ახალი სეზონისთვის ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს. ბრაჰიმ დიასი უკვე შეუერთდა მილანს იჯარის წესით, ხოლო ხამეს როდრიგესი სულ მალე ევერტონის ფეხბურთელი გახდება.

ზიდანს გუნდიდან კიდევ 4 ფეხბურთელის გაშვება სურს და ამ მოთამაშეებში 100 მილიონი ევროს აღებას გეგმავს. ფრანგის აზრით, გუნდი სერხიო რეგილონმა, მარიანო დიასმა, გარეთ ბეილმა და ბორხა მაიორალმა უნდა დატოვონ.

რეგილიონის დამატება მანჩესტერ იუნაიტედს სურს. მაიორალი ორი წელი იჯარით ლევანტეში თამაშობდა, ახლა კი ვალენსიას ვარიანტი გამოუჩნდა. ბეილის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს, უელსელი ცდილობს, რომ რეალიდან დროულად წავიდეს. რაც შეეხება მარიანო დიასს, ის ბენფიკას იჯარის წესით შეუერთდა, მაგრამ ფრანგს მისი გაყიდვა უნდა.

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ახალი სეზონისთვის კლუბის გაძლიერებას აპირებს. რეალი წელს ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა, ხოლო ესპანეთში ლა ლიგის მოგება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები