Thumbnail
  • ვასილ მაისურაძემ და გიორგი კუციამ საფრანგეთთან ჩატარებულ მატჩზე ისაუბრეს
  • მთავარი მწვრთნელი ლიხტენშტაინთან 3 ქულას გეგმავს

გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ახალგაზრდული ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრა მედიასთან 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და გიორგი კუციამ შეაფასეს.

ვასილ მაისურაძე: უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ.

გიორგი კუცია: ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 8 სექტემბერს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით 7 სექტემბერს გაემგზავრება.

კომენტარები

ბოლო ამბები