Thumbnail

ბაიერნმა აუგსბურგი დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ოცდამერვედ გახდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აუგსბურგი 1:4 ბაიერნი
  • მიუნხენური კლუბის 28-ე ჩემპიონობა!

ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩი, მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად აუგსბურგთან ითამაშა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 1:4 დაამარცხა. ბავარიულ დერბიში ანგარიში 18' წუთზე მასპინძლებიდან ნიკლას სიულემ გახსნა, ხოლო 32' წუთიდან ჰაინკესის გუნდმა გატანა დაიწყო.

► 'ეს ჩემპიონობა შენც გეკუთვნის!' - ჰაინკესმა კარლო ანჩელოტის მადლობა გადაუხადა

ანგარიში ტოლისომ გაათანაბრა, ხოლო შესვენებაზე ბავარიულ გრანდი ერთ ბურთიანი უპირატესობით გავიდა, რომელიც ხამეს როდრიგესმა გაიტანა.

62' წუთზე სხვაობა ორამდე არიან რობენმა გაზარდა. ჰოლანდიელმა 95-ე გოლი გაიტანა, რაც რობენი ბუნდესლიგის ფეხბურთელი გახდა, მასშემდეგ სულ 5 ფეხბურთელს აქვს მასზე მეტი გატანილი.

შეხვედრაში საბოლოო წერტილი ვაგნერმა დასვა და მიუნხენელებმა ოცდამერვე ჩემპიონობა აუგსბურგში იზეიმეს.

კომენტარები

ბოლო ამბები