Thumbnail

'სიტყვა არ შეასრულა' - მესიმ ბარტომეუ გააკრიტიკა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიონელ მესი ამბობს, რომ ბარსელონას პრეზიდენტთან წასვლაზე ხშირად საუბრობდა
  • არგენტინელს გუნდიდან წასვლა ბაიერნთან მარცხამდეც სურდა

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდში რჩება! 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, რომელსაც ბარსას დატოვების სურვილი ჰქონდა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მან განაცხადა, რომ ბარტომეუს ხელმძღვანელობით კლუბი კატასტროფულ მდგომაროებაშია და მას წასვლა სურს, თუმცა ბარსელონას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს ვერ შეიტანს, რადგანაც კლუბი ძალიან უყვარს. პოპსპორტმა არგენტინელის ვრცელ კომენტარით შემოგთავაზათ.

არგენტინელმა ერთ-ერთ მონაკვეთში ხოსეპ ბარტომეუც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან სიტყვა არ შეასრულა.

იონელ მესი: პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. ამაზე მთელი წელი ვსაუბრობდი. მეგონა, რომ ჩემი დრო კლუბში ამოიწურა და ვფიქრობდი, რომ კლუბში უფრო მეტი ახალგაზრდა მოთამაშე იყო საჭირო.

სამწუხაროა, რომ აქამდე მივედი, რადგანაც მსურდა, რომ კარიერა ბარსელონაში დამესრულებინა. წელს ბევრი სირთულე გადავიტანე. ახალი ამბიციები მჭირდებოდა. კლუბიდან წასვლაზე ბაიერნთან მარცხამდეც ვფიქრობდი.

ბარტომეუ ყოველთვის ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს წასვლა შემეძლო, მაგრამ მან სიტყვა არ შეასრულა და მე ჩემი ბედი ვერ გადავწყვიტე.

კომენტარები

ბოლო ამბები