Thumbnail
  • ესტონეთთან მატჩამდე მედიასთან ვლადიმირ ვაისმა და თორნიკე ოქრიაშვილმა ისაუბრეს
  • მწვრთნელიცა და ფეხბურთელიც ესტონეთთან 3 ქულას გეგამვენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს პირველ შეხვედრას გამართავს - ტალინში, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს არის 2020/21 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველი ტურის დაპირისპირება, რომელიც "ა ლე კოქ არენაზე" უმაყურებლოდ გაიმართება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ესტონურ მედიასთან პირველი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლადიმირ ვაისი: ძალიან რთული თამაში გველის. მაყურებლების გარეშე თამაში ყოველთვის ძნელია. 5 წლის წინ აქ 0:3 წავაგეთ, ხოლო ორი წლის წინ სახლში 2:0 ვიმარჯვეთ. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ და თამაში მოვიგოთ, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება.

თორნიკე ოქრიაშვილი: გამარჯვება გვსურს და ჩვენს ქომაგებსაც ამის იმედი აქვთ. ესტონელთა ბოლო მატჩები ვნახეთ - მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით. ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ქომაგების გარეშე თამაში რთულია, მაგრამ ცხოვრება ასეთია.

კომენტარები

ბოლო ამბები