Thumbnail

დებიუტი მაინც წარმატებულია, მომავალი ბევრად უკეთესი იქნება - NBA-ს საიტი ბითაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NBA-ს ოფიციალურმა საიტმა გოგა ბითაძეს სპეციალური სტატია მიუძღვნა რუბრიკაში Player Review 2020...

Player Review 2020: გოგა ბითაძე
ასაკი: 21 
სტატუსი: ახალბედა მოთამაშის კონტრაქტის მე-2 სეზონი
უმთავრესი სტატისტიკა: რეგულარულ სეზონში 54 მატჩი ითამაშა, 2-ჯერ იყო სასტარტო ხუთეულში. საშუალოები: 8.7 წუთი - 3.2 ქულა, 2.0 მოხსნა. 471 წუთში ჰქონდა 37 დაფარება, რაც ახალბედებში მე-8 შედეგია. 

გოგა ბითაძისთვის NBA-ში პირველი სეზონი აკლიმატიცაზიის ხანა იყო. ის გადავიდა ატლანტის ოკეანის საპირისპირო ნაპირზე, უწევს მისთვის ახალ, ამერიკულ კულტურასთან შეგუება. სწავლობს სხვაობებს, რაც NBA-სა და ევროპულ კალათბურთს შორისაა. ის ითავისებს ინდიანას მწვრთნელებისა და ვეტერანების რჩევებს და იწყებს პეისერსში კარიერას, რომელიც ძალზე პერსპექტიული მოჩანს. 

📺  გოგა ბითაძის ჰაილაითები 2019/20

პეისერსმა ბევრი გააკვირვა, როცა დრაფტის მე-18 ნომრად 211 სმ. სიმაღლის ცენტრი აიყვანა. საკვირველი ის იყო, რომ ინდიანას ისედაც ჰყავდა ორი ნიჭიერი ცენტრი დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი, ორივე 23-23 წლის 2020 წლის დრაფტისათვის. 

ამის მიუხედავად, პეისერსი ვერ იტყოდა უარს ბითაძეზე, რომელიც მე-18 ნომრისთვის ჯერ კიდევ ასარჩევთა შორის იყო, რასაც არავინ მოელოდა. სკაუტები ტალანტის ორ მთავარ პლუსს გამოარჩევდნენ: ცენტრი, რომელიც სამქულიანებს ესვრის და რომელიც აფარებს. 

"ამაზე იოლი გადაწყვეტილება დრაფტზე არასდროს მიმიღია", განაცხადა მაშინ ინდიანას საკალათბურთო საქმეების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა. ბითაძემ ლიმიტირებულ დროში აჩვენა თავისი პოტენციალი. მართალია, ცენტზე წუთების ლომის წილი ტერნერმა და საბონისმა წაიღეს, მაგრამ, რადგან ისინი ხშირად ერთად თამაშობდნენ, გოგასთვისაც გამოინახა დრო ცენტრის პოზიციაზე. 

ქართველმა ცენტრმა რეგულარუის 69 მატჩიდან 54-ში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ 36 წუთზე გოგას სტატისტიკა ასეთი იქნებოდა: 13.1 ქულა და 8.1 მოხსნა.

ბითაძისთვის სათამაშო წუთები სეზონის დასაწყისში გამოთავისუფლდა, როცა ტერნერმა კოჭი იტკინა და ნოემბერში 8 მატჩი გამოტოვა. ბითაძემ პირველი ორმაგი დუბლი მისთვის მესამე მატჩში შეასრულა - პირველ ნოემბერს ინდიანამ კლივლენდს მოუგო, გოგამ კი 10-10 ქულა და მოხსნა, ასევე 4 (!) დაფარება მიითვალა. მან ეს სულ რაღაც 25 წუთში შეძლო. 

საბონისმა იმავე დროს 2 მატჩი გამოტოვა, რითაც გოგას სასტარტოში გამოუთავისუფლდა ადგილი. ჩიკაგოსთან მოგებულ მატჩში ახალბედამ 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება მიითვალა. შემდეგ ინდიანა შარლოტთან ოვერტაიმში დამარცხდა და გოგამ 6 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და ისევ 4 დაფარება მიითვალა. ორივე თამაშში მან 6-6 ფოლი მიიღო და მატჩი ნაადრევად დატოვა. 

📷 გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

გოგა ბითაძე 2019/20

ამ სამმა თამაშმა ბითაძის ყველაზე მთავარი და იმედისმომცემი იარაღი გამოავლინა - დაფარებები. იმის მიუხედავად, რომ სეზონში ცოტა დრო მიეცა, მაინც შეძლო 37 დაფარების შესრულება. რაც 36-წუთიან საშუალო მაჩვენებელში მატჩში 2.8 ბლოკს უდრის. ეს მაჩვენებელი ტერნერის საშუალო მაჩვენებელს სჯობს, არადა, მაილსი, ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

ბითაძემ თავისი პოტენციალი განვითარების ლიგაშიც გამოავლინა, მან ფორტ ვეინში 6 მატჩში საშუალოდ 19.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 4.3 პასი და 3.0 ბლოკი მიითვალა.

ახალ სეზონში მან უნდა მოუმატოს სამქულიანების პროცენტულ მაჩვენებელში. გოგამ 42-დან 8 სამქულიანი (19%) ჩააგდო. სეზონის ბოლოს ის უკეთესი პროცენტით ესროდა და ფორტ ვეინშიც გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა - 11 31-დან (35.5%). 

გოგას სასწავლი აქვს, როგორ ითამაშოს დაცვაში, რომ ნაკლები ფოლი "აიკიდოს". საშუალოდ 36 წუთში ის 5 პერსონალურს იღებს. თუმცა ყველამ იცის, რომ ახალბედა ცენტრებს ყოველთვის უჭირთ თავიდან, სანამ NBA-ს სიჩქარეებს შეეგუებიან. 

საერთო ჯამში, ბითაძის პირველი სეზონი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. ის მხოლოდ 20 წლის იყო (ახლახან შესრულდა 21 წლის) და საბონისისა და ტერნერის გამო, ცოტა სათამაშო დრო და შანსი ჰქონდა. 

ეჭვიც არ შეიძლება შეგვეპაროს იმაში, რომ პეისერსი მომავალ სეზონში ბითაძეს მეტ სათამაშო დროს მისცემს. ამასთან, ეს ცოტა საჭოჭმანოც იქნება, თუ საბონისი და ტერნერი ორივე დარჩება კლუბში და სეზონის განმავლობაში ტრავმებს აიცილებენ. ბითაძე შესაძლოა, ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ცენტრი გახდეს. 

მოედანს გარეთ ბითაძე შესანიშნავად შეეწყო თანაგუნდელებს, თითქოს, კულტურული სხვაობა, არც ყოფილა. წლის ახალბედების შოუზე მისი გამოსვლა ნამდვილი ჰითი გამოდგა, როცა კრისტინა აგილერას Genie in Bottle შეასრულა მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული სუპერმარიოს კოსტუმით. ის სიამოვნებით აცნობს გუნდელებს მისი სამშობლოს კულტურას. ზაფხულში ინდიანას კალათბურთელებმა გოგას რეკომენდაციით ოსკარზე ნომინირებული ქართული ფილმი "მანდარინები" აჩვენა. 

წელიწადია, რაც ბითაძე NBA-შია და ის სულ უფრო კომფორტულად გრძნობს აქ თავს, როგორც კორტზე, ისე მის გარეთ, ეს კი მომავალი სეზონისთვის შესანიშნავი მიღწევების წინაპირობაა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

საინტერესო ფაქტები გოგა ბითაძეზე

🏀 ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის პირველ წრეში, მე-18 ნომრად აირჩია.

🏀 ბითაძემ რეგულარულ სეზონში 54 მატჩში ითამაშა. 3.2 ქულა და 2.0 მოხსნა საშუალოდ 8,7 წუთი თამაშში.

🏀 გოგა ბითაძე თამაშიდან 46.7%-იანი სიზუსტით ისროდა.

🏀 მან 471 წუთში 37 დაფარება გააკეთა, ეს ახალბედებს შორის მე-8 შედეგია.

🏀 G ლიგის 6 მატჩში: 19.2 ქულა, 13.3 მოხსნა, 4 პასი, 3.3 დაფარება. 

🏀 ბითაძემ ინდიანას ზაფხულის ბაბლის პირველი სამი მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ბოლო 5-ში მონაწილეობა მიიღო. საშუალო სტატისტიკა: 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები