Thumbnail

'ბარტომეუს ხელმძღვანელობა კატასტროფაა' - მესიმ გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას გულშემატკივრებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ
  • ლიონელ მესი კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩება

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდში რჩება! 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, რომელსაც ბარსას დატოვების სურვილი ჰქონდა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

''ბარსელონაში ბედნიერი აღარ ვიყავი და წასვლა მინდოდა. ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომაც კლუბში ვრჩები, რათა სასამართლო გარჩევები არ წამოვიწყო. ბარსელონას ხელმძღვანელობა ბარტომეუს თავკაცობით – ეს კატასტროფაა'', - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მიუნხენის ბაიერნთან განადგურების შემდეგ (2:8), კატალონიური კლუბიდან არგენტინელის წასვლის შესაძლებლობის შესახებ დაიწერა. მოგვიანებით ფეხბურთელმა კლუბს ფაქსით აცნობა გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ, რასაც კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე დავაც მოჰყვა.

პარალელურად, ლეოს მომავალს აქტიურად უკავშირდებდნენ მანჩესტერ სიტის, სადაც ამჟამად ბარსელონაში მისი ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მუშაობს. ბოლოს დასახელდა ტურინის იუვენტუსის ვარიანტიც...

ლიონელ მესი კატალონიურ გრანდში 13 წლის ასაკიდანაა და ბარსას პირველ გუნდში 731 ოფიციალურ მატჩში 634 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, რომლის თანახმად, ფეხბურთელის ტრანსფერის მსურველმა კლუბმა 700 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

კომენტარები

ბოლო ამბები