Thumbnail

მორიგი ინფიცირებული საფრანგეთის ნაკრებში - ვირუსი მე-3 ფეხბურთელს დაუდასტურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • COVID-19 ამჯერად მარსელის მეკარე სტივ მანდანდას დაუდასტურდა
  • ის ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

კორონავირუსი მოსვენებას ფეხბურთელებსაც არ აძლევს და მორიგი ინფიცირებული მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების რიგებში აღმოჩნდა, რომელსაც უახლოეს დღეებში ერთა ლიგის მატჩები ელის.

COVID-19 მარსელის მეკარე სტივ მანდანდას დაუდასტურდა, რომელიც უკვე საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე იმყიფებოდა და ამდენად, “სამფეროვანთა” რიგებში საგანგაშო ვითარება შეიქმნა.

უეფას რეგულაციების თანახმად, მთელს ფრანგულ დელეგაციას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი ტესტი კვლავაც მხოლოდ მანდანდას აღმოაჩნდა. ამგვარად, მარსელის კარის დარაჯი ნაკრებს ჩამოაშორეს და ის ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, COVID-19 საფრანგეთის ეროვნული გუნდის კიდევ ორ წევრს – პოლ პოგბასა (მანჩესტერი) და ტანგაი ნდომბელეს (ტოტენჰემი) აღმოაჩნდა, ამდენად, ეს, უკვე ტენდენციის სახეს იღებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის A ჯგუფში ირიცხება და სექტემბერში 2 მატჩი ელის: 5-ში – შვედეთში და 8-ში, შინ, ხორვატიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები