Thumbnail
  • 📅 5 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ ესტონეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • 📅 8 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ჩრ. მაკედონია | 📺 პირველი არხი

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის სტარტისთვის მზადება თბილისში დაასრულა. ესტონეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

სამწუხაროდ, ეროვნულ გუნდში კვლვავ საკადრო პრობლემებია - ტრავმის გამო, ესტონეთის ნაკრებთან მატჩს ვარშავის ლეგიას ნახევარმცველი ვაკო გვილია გამოტოვებს. ვაკო თბილისში რჩება, რადგან მას აქვს შანსი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის მწყობრში ჩადგეს. 

ნაკრების ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე
📸 | GFF   

ასევე, ეროვნულმა გუნდმა 21-წლამდელთა ნაკრებში გაუშვა 20 წლის გიორგი კუცია. შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთის 21-წლამდელთა გუნდს მასპინძლობს. 4 სექტემბერს ვაისის ნაკრები ტალინში გაფრინდება.

ზურიკო დავითაშვილი: "ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ პირველივე თამაშში სამი ქულის მოლოდინი გვაქვს. დიდი ხანია არ შევკრებილვართ, ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ და მზად ვართ თამაშისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ გახარებას მაინც მოვახერხებთ."

📺  ბოლო ვარჯიში ესტონეთში გამგზავრებამდე

საქართველოს ნაკრები ესტონეთისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ბუბა დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

კომენტარები

ბოლო ამბები